მთავარი მთავარი წილისყრაში გაუმართლა – ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე გამოსვლას ბრაზილიელ ჩოგბურთელთან ბრძოლით დაიწყებს

წილისყრაში გაუმართლა – ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე გამოსვლას ბრაზილიელ ჩოგბურთელთან ბრძოლით დაიწყებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

ხვალ, 27 სექტემბერს, საფრანგეთში სტარტს ,,დიდი მუზარადის” ტურნირი ,,როლან გაროსი” აიღებს.

კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პრესტიჟულ ტურნირზე პირველ შეხვედრას ATP-ს რეიტინგის 89-ე ჩოგან ბრაზილიელ ტიეგო მონტეიროსთან ჩაატარებს.

ქართველისა და ბრაზილიელის გზები აქამდე არასდროს გადაკვეთილა. მათ ერთმანეთის წინაშე პირველად მოუწევთ დაპირისპირება.

ბასილაშვილი როლან გაროსს ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება. ქართველ ჩოგბურთელს 6 მარტის შემდეგ თამაში არ მოუგია.
მეტიც, ნიკოლოზს ამ დროის განმავლობაში ერთი სეტიც კი არ აქვს მოგებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირს, აშშ-ს ღია პირველობას, კიცბუელის ჩემპიონატს, რომის მასტერსს და ჰამბურგის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.

ტიეგო მონტეირომ კი იტალიაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ფინალში გავიდა. მას ფინალურ დაპირისპირება იტალიელ ლორენცო მუსეტისთან მოუწევს.

ბასილაშვილი პირველი წრის წარმატებით გავლის შემთხვევაში ფრანგ კვენტინ ჰალისისა და ამერიკელ მარკოს გირონის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

როლან გაროსზე ბასილაშვილისა და მონტეიროს ბრძოლა 27 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი