მთავარი მთავარი იმერლების წარმატება საქართველოს თასზე – ,,ჩიხურა” და ,,სამგურალი” 1/2 ფინალში გავიდნენ

იმერლების წარმატება საქართველოს თასზე – ,,ჩიხურა” და ,,სამგურალი” 1/2 ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
35 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ორი 1/2 ფინალისტი გამოვლინდა.

საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა იმერულმა კლუბებმა საჩხერის ,,ჩიხურამ” და წყალტუბოს ,,სამგურალმა” მოახერხეს.

საჩხერელებმა ამ ტურნირის აღმოჩენა ეროვნული ლიგა 3-ის ბინადარი ,,თბილისი სიტი” უხვგოლიან ორთაბრძოლაში 5:2 დაამარცხეს.
,,სამგურალმა” კი კახურ კლუბ ,,თელავს” 2:0 სძლია.

ხვალ, დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალში გასასვლელად ,,საბურთალო” ქუთაისის ,,ტორპედოს” დაუპირისპირდება.
გორის ,,დილა” კი ურთიერთობას ,,გაგრასთან” გაარკვევს.

საქართველოს თასი
1/4 ფინალები

,,თბილისი სიტი” 1:2 ,,ჩიხურა” (საჩხერე)
18′ დეკანოიძე (0-1), 41′ კახაბრიშვილი (0-2), 50′ ქალდანი (1-2), 63′ კახაბრიშვილი (1-3), 75′ კიკაბიძე (1-4), 84′ შუბითიძე (2-4), 90-1′ მუჯირი (2-5)

,,სამგურალი” (საჩხერე) 2:0 ,,თელავი”
10′ რაზმაძე (1-0), 56′ ჩიკვილაძე (2-0)
გაძევება: 50′ თოლორდავა (,,თელავი”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი