მთავარი მთავარი ელინა სვიტოლინამ სტრასბურგის ტურნირი მოიგო

ელინა სვიტოლინამ სტრასბურგის ტურნირი მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი უკრაინელ ელინა სვიტოლინას გამარჯვებით დასრულდა.

სვიტოლინამ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა დაამარცხა.

ორსაათიანი დაძაბული შეხვედრა უკრაინელმა 3-სეტში 6-4, 1-6, 6-2 მოიგო.

ელინა სვიტოლინამ სტრასბურგის კორტებზე საჩემპიონო გზიდან პოლონელი მაგდა ლინეტე, შვეიცარიელი ჟილ ბელენ ტიჩმანი და ბელარუსი ანასტასია საბალენკა ჩამოიტოვა.

სვიტოლინამ სტრასბურგის საჩოგბურთო ტურნირის საჩემპიონო თასი კარიერაში პირველად მოიპოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი