მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,რეალმა” ლა ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა

,,რეალმა” ლა ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-3 ტურის შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” სევილიაში, ,,ბეტისი” 3:2 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი 3 ქულა მოიპოვა.

,,მანუელ მარტინეს ვალეროს” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მადრიდელები დაწინაურდნენ.
მე-14 წუთზე ფრანგ ქარიმ ბებზენას პასით გოლი ურუგვაელმა ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა.

სევილიელებმა ორწუთიან მონაკვეთში დედაქალაქელებს 2 გოლი გაუტანეს და წინ გაიჭრნენ.

35-ე წუთზე სერხიო კანალესის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თავით მეტოქის კარში ალჟირელმა აისა მანდიმ გადაგზავნა.

37-ე წუთზე კი ფრანგ ნაბილ ფეკირის პასით თავი პორტუგალიელმა უილიამ კარვალიომ გამოიჩინა.
კარვიოს დარტყმულის შემდეგ ,,რეალის” მეკარე ტიბო კურტუამ უხეიროდ ითამაშა.

წონასწორობა ,,სანეფო კლუბმა” მეორე ტაიმის დასაწყისშივე აღადგინა.
48-ე წუთზე შეხვედრის ანტიგმირმა
ბრაზილიელმა ემერსონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

67-ე წუთზე შეხვედრის არბიტრმა ემერსონი მოედნიდან გააძევა და ,,ბეტისი” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

,,რეალს” გამარჯვება გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა 82-ე წუთზე მოუტანა.
რამოსმაზუსტად მადრიდელთა სასარგებლოდ დანიშნული პენალტი შეასრულა.

,,რეალმა” მიმდინარე ლა ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 4 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
,,ბეტისს” 6 ქულა გააჩნია და მე-2 პოზიციას იკავებს.

,,ალავესი” 0:0 ,,ხეტაფე”

,,ვალენსია” 1:1 ,,უესკა”
38′ ვასი (1-0), 63′ სიოვასი (1-1)

,,ელჩე” 0:3 ,,სოსიედადი”
55′ პირტუ (0-1), 77′ იანუზაი (0-2), 90+1′ რობერტო ლოპესი (0-3)

,,ბეტისი” 2:3 ,,რეალი”
14′ ვალვერდე (0-1), 35′ მანდი (1-1), 37′ კარვალიო (2-1), 48′ ემერსონი ა.გ. (2-2), 82′ სერხიო რამოსი (2-3)
გაძევება: 68′ ემერსონი (,,ბეტისი”)

,,ბეტისი“: რუბლესი, ემერსონი, მანდი, ბარტრა, მორენო, როდრიგესი, კარვალიო, ხუაკინი (63′ ტელო), ფეკირი (73′ ლორენი), კანალესი, სანაბრია (69′ მონტოია)
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პერეგრინი

,,რეალი“: კურტუა, კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი (მოდრიჩი), ოდეგაარდი (46′ ისკო) იოვიჩი (72′ მაიორალი), ბენზემა
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი