მთავარი მსოფლიოიტალია ,,ინტერმა” დრამატულ, უხვგოლიან ბრძოლაში გაიმარჯვა

,,ინტერმა” დრამატულ, უხვგოლიან ბრძოლაში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-2 ტურის მატჩში მილანის ,,ინტერმა” დაძაბულ ბრძოლაში ფლორენციის ,,ფიორენტინას” 4:3 სძლია.

,,ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩში თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ. ,,იები” წინ კოტ’ დიუვარელმა ფორვარდმა კრისტიან კოუმემ გაიყვანა 0-1.

ტაიმის ბოლო წუთზე არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა ანგარიში გაათანაბრა.
საგოლე პასი აქტივში ნიკოლო ბარელამ ჩაიწერა 1-1.

მეორე ტაიმი ,,ინტერისთვის” კარგად დაიწყო.
52-ე წუთზე ,,ფიორენტინას” მცველმა ფედერიკო ჩიჩერინიმ ბურთი საკუთარ კარში შეაგდო 2-1.

57-ე წუთზე ფლორენციელებმა წონასწორობა აღადგინეს.
ვეტერან ფრენკ რიბერის გადაცემა გაეტანო კასტროვილიმ შეირგო 2-2.

63-ე წუთზე ფრენკ რიბერიმ მეორე საგოლე პასი მიითვალა. ფრანგმა გოლი ფედერიკო კიეზას გაატანინა 2-3.

შეხვედრის ბოლო 3 წუთში ,,ინტერმა” მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

87-ე წუთზე მილანელთა მაროკოელმა ფეხბურთელმა აჩრაფ ჰაკიმმა სერია A-ში დებიუტი საგოლე გადაცემით აღნიშნა. მისი პასით რომელუ ლუკაკუმ იხეირა 3:3.

გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე მილანელმა დანილო დ’ ამბროსიომ გაიტანა.

,,ინტერი” მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს, სტუმრად,,,ბენევენტოსთან” ჩაატარებს.

,,ტორინო” 2:4 ,,ატალანტა”
11′ ბელოტი (1-0), 13′ ა. გომესი (1-1), 21′ მურიელი (1-2), 42′ ჰატებორი (1-3), 43′ ბელოტი (2-3), 54′ დე რუნი (2-4)

,,კალიარი” : ,,ლაციო”
4′ ლაძარი (0-1)

,,სამპდორია” 2:3 ,,ბენევენტო”
8′ კვალიარელა (1-0), 18′ კოლი (2-0), 33′ 71′ კალდიროლა (2-1, 2-2), 88′ ლეტიცია (2-3)

,,ინტერი” 4:3 ,,ფიორენტინა”
3′ კოუმე (0-1), 45+2′ ლაუტარო მარტინესი (1-1), 52′ ჩეჩერინი ა.გ. (2-1), 57′ კასტროვილი (2-2), 63′ კიეზა (2-3), 87′ ლუკაკუ (3-3), 89′ დ’ ამბროსიო (4-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი