მთავარი მსოფლიოNBA ლებრონ ჯეიმსმა გაიბრწყინა – ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

ლებრონ ჯეიმსმა გაიბრწყინა – ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” 4:2 მოიგო და სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

დღეს, თბილისის დროით  გამთენიისას ,,ლეიკერსმა” ,,დენვერ ნაგითსთან” მე-4 გამარჯვება იზეიმა.

,,ანგელიზთა ქალაქის” გუნდმა მეტოქეს 10-ქულიანი სხვაობით 117-110 სძლია.

მატჩი დიდებულად ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა ჩაატარა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა სამმაგი დუბლი შეასრულა.

ჯეიმსმა პარკეტზე  გატარებულ 40:01 წუთში  38 ქულა, 16 მოხსნა და 10 პასი მიითვალა.
სახელოვან თანაგუნდელს მხარი ენტონი დევისმა აუბა. მან 27 ქულა დააგროვა.

,,დენვერიდან”  20-20 ქულას თავი ჯერემი გრანტმა და სერბმა ნიკოლა ჯოკიჩმა მოუყარეს.

,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი” NBA-ს სუპერფინალში ,,მაიამი ჰიტისა” და ,,ბოსტონ სელტიკსს” შორის სერიის გამარჯვებულს შეხვდება.

,,მაიამი” ამ დროისთვის სერიას 3:2 იგებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი