მთავარი მთავარი სეკივაკე შოდაიმ აკი ბაშოზე იმპერატორის თასი მოიპოვა

სეკივაკე შოდაიმ აკი ბაშოზე იმპერატორის თასი მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირი აკი ბაშო სეკივაკე შოდაის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

სენკურაშუზე ანუ ტურნირის ბოლო დღეს იუშოს შანსს 3 რიკიში ზემოთნახსენები შოდაი, ოძეკი ტაკაკეიშო და მე-14 მაეგაშირა ტობიძარუ ინარჩუნებდა.

ბოლო ტურში ერთმანეთს სწორედ შოდაი და ტობუძარუ დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ ბრძოლაში შოდაიმ მეტოქეს ცუკიოტოშით მოუგო.

სეკივაკე შოდაიმ აკი ბაშო 13:2 ბალანსით დაასრულა.

სექტემბრის ბაშოზე ვიცეჩემპიონი ოძეკი ტაკაკეიშო გახდა. მან ოძეკების ბრძოლაში ასანოიამას ოშიტაოშით სძლია.
ტაკაკეიშომ 12 მოგების წილ, 3 მარცხი გაიფორმა.

სეკივაკე შოდაი ნაიოია 1991 წლის 5 ნოემბერს, იაპონიაში კიუშუს რეგიონის, კუმამოტოს პრეფექტურის ქალაქ უტოში დაიბადა.

შოდაის დებიუტი პროფესიულ სუმოში 2014 წელს შედგა.
2016 წლიდან კი უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში გამოდის.
მან პირველად სეკივაკეს წოდება 2017 წელს მიიღო.

სეკივაკე შოდაიმ იმპერატორის თასი კარიერაში პირველად აღმართა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი