მთავარი კალათბურთი გიორგი შერმადინის “უნიკახამ” გერმანიაში გაიმარჯვა

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” გერმანიაში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
77 ნახვა

საკალათბურთო ევროთასის მე-7 ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” გერმანიაში “ფრანკფურტი” 84-78 დაამარცხა.

მალაგელებმა ოთხიდან მხოლოდ მე-2 პერიოდი მოიგეს. რაც შეხვედრის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. “უნიკახამ” პირველი მეოთხედი 16-25 წააგო.  შემდეგ 10 წუთში კი მეტოქეს  28-8 სძლია.

საბოლოოდ ესპანურმა კლუბმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა 15:51 წუთი ითამაშა. მან გუნდს 11 ქულა მოუტანა.

მალაგის “უნიკახას” ევროთასზე 6 მოგება და 1 წაგება გააჩნია.

ესპანური კლუბი ჯგუფში ყაზანის “უნიქსთან” ერთად ლიდერობს.

გიორგი შერმადინის გუნდი მორიგ შეხვედრას შინ, მონგენეგროს კლუბ “მოლნარ ბართან” 21 ნოემბერს, გაიმართება.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი