მთავარი მთავარი ,,ბარსელონამ” ,,ვილიარეალთან” გაილაღა

,,ბარსელონამ” ,,ვილიარეალთან” გაილაღა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიხიონის მე-3 ტურის შეხვედრაში კატალონიურმა ,,ბარსელონამ” ,,ვილიარეალი” 4:0 გაანადგურა.

,,ნოუ კამპის” სტადიონზე გამართულ შეხვედრის ბედი პირველივე წუთებში გადაწყდა.

კატალონიელების ახალგაზრდა ფორვარდმა ანსუ ფატიმ მე-15 და მე-19 წუთებზე დუბლი გაიფორმა.

35&ე წუთზე კატალონიელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.
11-მეტრიანი ზუსტად არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა.

ტაიმის მიწურულს ,,ვილიარეალის” მცველმა პაუ ფრანსისკო ტორესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,ბარსელონამ” მიმდინარე ლა ლიგაში პირველ თამაშში პირველი გამარჯვებით აღნიშნა.

,,ბარსელონა” 4:0 ,,ვილიარეალი”
15′ 19′ ფატი (1-0, 2-0), 35′ მესი პენ. (3-0), 45′ ტორესი ა.გ. (4-0)

,,კადისი” 1:3 ,,სევილია”
48′ სალვადორ სანჩესი (1-0), 65′ დე იონგი (1-1), 90′ ელ ჰადადი (1-2), 90+5′ რაკიტიჩი (1-3)

,,ვალიადოლიდი” 1:1 ,,სელტა’
44′ ასპასი (0-1), 66′ გვარდიოლა პენ. (1-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი