მთავარი მსოფლიოიტალია კრისტიანუ რონალდუს დუბლით ,,იუვენტუსმა” რომიდან ქულა წაიღო

კრისტიანუ რონალდუს დუბლით ,,იუვენტუსმა” რომიდან ქულა წაიღო

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ,,რომა” და ,,იუვენტუსი” დაუპირისპირდნენ.

რომის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” გამართული შეხვედრა უხვგოლიანი  და დრამატული აღმოჩნდა.
ორთაბრძოლა ფრედ 2:2 დასრულდა.

შეხვედრის გმირები ,,რომას”  ფრანგი ფეხბურთელი ჯორდან ვარეტო და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანუ რონალდუ გახდნენ.

ორივე მათგანმა შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

,,ბებერმა ქალბატონმა” მატჩი კაცნაკლული დაასრულა.
მსაჯმა ტურინელებს 62-ე წუთზე მოედნიდან ფრანგი ადრიენ რაბიო გაუძევა.

,,იუვენტუსს” ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.
,,რომა” ერთი ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

,,სპეცია” 1:4 ,,სასუოლო”
12′ ჯურიჩიჩი (0-1), 30′ გალაბინოვი (1-1), 64′ ბერარდი (1-2), 66′ დეფრელი (1-3), 76′ კაპუტო (1-4)

,,ვერონა” 1:0 ,,უდინეზე”
57′ ფავილი (1-0)

,,კროტონე” 0:2 ,,მილანი”
45+2′ კესიე (0-1), 50′ დიასი (0-2)

,,ნაპოლი” 6:0 ,,ჯენოა”
10′ ლოზანო (1-0), 46′ ზიელინსკი (2-0),  57′ მერტენსი (3-0),  65′ ლოზანო (4-0), 69′ ელმასი (5-0), 72′ პოლიტანო (6-0)

,,რომა” 2:2 ,,იუვენტუსი”
31′ ვარეტო (1-0), 43′ რონალდუ პენ. (1-1), 45+1′ ვარეტო (2-1), 69′ რონალდუ (2-2)
გაძევება: 62′ რაბიო  (,,იუვენტუსი”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი