მთავარი მსოფლიოNBA ,,მაიამი ჰიტმა” NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველობა იზეიმა და სუპერფინალის საგზური მოიპოვა

,,მაიამი ჰიტმა” NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველობა იზეიმა და სუპერფინალის საგზური მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალის მონაწილე ორივე გუნდი გამოვლინდა.

NBA-ს საჩემპიონო ბეჭედისთვის ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი” და ,,მაიამი ჰიტი” იბრძოლებენ.

,,მაიამიმ” ,,ბოსტონ სელტიკსს” სერია 4:2 მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა.

1/2 ფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში ,,მაიამიმ” ,,ბოსტონი” 125:113 დაამარცხა.

შეხვედრის MVP ,,მაიამი ჰიტის” კალათბურთელი ბამ ადებაიო გახდა. მან ორმაგი დუბლი შეასრულა.
ადებაიომ 39:28 წუთში 32 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
ჯიმი ბატლერმა გუნდს 22 ქულა შესძინა.
19 ქულა კი ტაილერ ჰერომ დააგროვა.

,,ბოლტონიდან” ჯეისონ ტატუმი ორმაგი დუბლით გამოირჩა. მან 43:54 წუთი ითამაშა და თავი 24 ქულას, 7 მოხსნას და 11 პასს მოუყარა.
,,ჰიტის” კალათში 26 ქულა ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო.
20-20 ქულა მარკუს სმარტმა და კემბა უოლკერმა დააგროვეს.

,,ლოს ანჯელეს ლეიკერსისა” და ,,მაიამი ჰიტის” სუპერფინალის საწყისი 4 შეხვედრა 1,3, 5 და 7 ოქტომბერს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი