მთავარი მსოფლიოესპანეთი ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და გიორგი შერმადინის ,,ტენერიფეს” მე-3 გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და გიორგი შერმადინის ,,ტენერიფეს” მე-3 გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში ბექა ბურჯანაძის ,,გრან კანარიამ” სტუმრად, ,,სარაგოსასთან” 16-ქულიანი სხვაობით 72:88 წააგო.

ბურჯანაძემ პარკეტზე 19:38 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა.
ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ბექა ბურჯანაძის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატში ერთი მოგება და 2 მარცხი გააჩნია.
კანარის კუნძულელები სატურნირი ცხრილში მე-14 ადგილზე არიან.

,,გრან კანარიას“ უახლოესი მატჩი ევროპის თასზე ელის. ესპანური კლუბი 30 სექტემბერს,  ბერძნულ „პრომითეასს” შეხვდება.

გიორგი შერმადინის გუნდმა ,,ტენერიფემ” სტუმრად, დაძაბულ ბრძოლაში ,,მურსიას” 84:82 სძლია.

შერმადინმა 21:10 წუთი ითამაშა. ქართველი ცენტრი გუნდს 18 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით შეეწია.

,,ტენერიფემ” მიმდინარე ესპანეთის პირველობაზე სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და 6 ქულით ლიდერთა შორის იმყოფება.

გიორგი შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ,,სარაგოსასთან” გასვლაზე ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი