მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ლევან კორღალიძე: ,,საბურთალოს” შესწევს ძალა, რომ ორივე ფრონტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს”

ლევან კორღალიძე: ,,საბურთალოს” შესწევს ძალა, რომ ორივე ფრონტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალში
ქუთაისის “ტორპედოსთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ, კომენტარი ,,საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა.

თბილისელთა თავკაცი აცხადებს, რომ ,,საბურთალოს” შესწევს ძალა , როგორც ჩემპიონატში, ისე თასზე  მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.


ლევან კორღალიძე:
,,ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ხელმძღვანელებსა და ,,საბურთალოს” გულშემატკივრებს ამ მოგებას. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და გავედით თასის გათამაშების 1/2 ფინალში. მართალია, გოლები მეორე ნახევარში გავიტანეთ, თუმცა პირველ ტაიმშიც გვქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა.

მსაჯებზე საუბარი არასდროს მჩვევია – რადგან დანიშნა თერთმეტმეტრიანი მთავარმა არბიტრმა, ჩათვალა რომ იყო წესების დარღვევა. რაც შეეხება დარჩენილ მატჩებს – ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. ჩვენს გუნდს შესწევს ძალა, რომ ორივე ფრონტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს”, – თქვა “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა.


თბილისის ,,საბურთალოს” გარდა საქართველოს თასზე იმერული გუნდები წყალტუბოს ,,სამგურალი” და საჩხერის ,,ჩიხურა”, ასევე ,,გაგრა”  შემორჩა.

წყარო: fcsaburtalo.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი