მთავარი მთავარი ,,ყოველთვის ჩემი ერის გვერდით ვარ“ – ჰენრიხ მხითარიანი საერთაშორისო თანამეგობრობას ყარაბახის კონფლიქტში ჩარევისკენ მოუწოდებს

,,ყოველთვის ჩემი ერის გვერდით ვარ“ – ჰენრიხ მხითარიანი საერთაშორისო თანამეგობრობას ყარაბახის კონფლიქტში ჩარევისკენ მოუწოდებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის  განახლებას სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე”
სომხეთის ნაკრებისა და „რომას“  ფეხბურთელი  ჰენრიხ მხითარიანი გამოეხმაურა.

სომეხმა ნახევარმცველმა  საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა ყარაბახის კონფლიქტში
ჩაერიონ, რათა რეგიონში საომარი კონფლიქტი შეაჩერონ.

ჰენრიხ მხითარიანი:
„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ ჩაერიოს სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში და შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები, რომელიც ხელს უშლის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ საკუთარ სამშობლოში მშვიდობიანად ყოველგვარი საფრთხის გარეშე.
ჩვენს შვილებს აქვთ უფლება – იცხოვრონ უსაფრთხოდ და არ იყვნენ იძულებულნი თავშესაფარში დაიმალონ. მე ყოველთვის ჩემი ერის გვერდით ვარ და მჯერავს სამართლიანობა გაიმარჯვებს“, – წერს  „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ  მხითარიანი.

სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ვითარება 27 სექტემბერს,  დაიძაბა

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.

როგორც ორივე მხარე იუწყება, დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი