მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ერთა თასის 1/2 ფინალისთვის ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

ერთა თასის 1/2 ფინალისთვის ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

ავტორი კახა მიხანაშვილი
69 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ერთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ვაისმა ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრები 8 ოქტომბერს, ,,დინამო არენაზე” ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს ბელარუსის ნაკრებთან ჩაატარებს.
წყვილში გამარჯვებული ბრძოლას ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გააგრძელებს.
ერთა ლიგის ფინალში გასასველად, ასევე კოსოვო და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები იბრძვიან.

ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები ბელარუსის მატჩის გარდა 11 ოქტომბერს, სტუმრად, სომხეთს შეხვდებიან.
14 ოქტომბერს, კი გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.
ეს შეხვედრები ერთა ლიგის C ლიგის ფორმატში გაიმართება.

ეროვნულ გუნდში ერთი დებიუტანტი ბათუმის ,,დონამოს” ფეხბურთელი მამუკა კობახიძე გახლავთ.  იგი წინა შეხვედრებში ნაკრებში გამოძახებული იყი, თუმცა არ უთამაშია.

ეროვნულ გუნდში ვაისმა უნგრული  ,,ფერეჰვარის”  ფორვარდ  ბუდუ ზივზივაძეს ისევ არ უხმო. გულშემატკივრების აზრით, ზივზივაძე ნაკრებში შანსის მიცემას იმსახურებს, თუმცა ნაკრების თავკაცი ასე არ ფიქრობს.

ესეც ვაისის რჩეული რაზმი:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი

8 ოქტომბერი  – 20:00
საქართველო-ბელარუსი

11 ოქტომბერი  – 20:00
სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი  – 22:45
ჩრდილოეთ მაკედონია- საქართველო

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი