მთავარი მთავარი კახა კალაძე: ,,რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია”

კახა კალაძე: ,,რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
52 ნახვა

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და ამჟამად ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ ,,PALITRA NEWS”-ის გადაცემა ,,პოლიტ-ქალაქი”-ში ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის შეკითხვებს უპასუხა.

კალაძემ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ნაკრების, ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და თბილისის ,,დინამოს” სამარცხვინო წაგების შესახებ ისაუბრა.

თბილისის მერი ლევან კობიაშვილის ფედერაციის პრეზიდენტობას დადებითად აფასებს.
,,დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიაზე კი ფიქრობს, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია.

კახა კალაძე: ,,
კობიაშვილის მოსვლის შემდეგ ქართული ფეხბურთი წინ წავიდა.
ეს გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ნაკრები ეთამაშება ბელარუსიას და იმ შეხვედრის მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს.
რაც შეეხება საკლუბო ფეხბურთს. ყველა გუნდს ჰყავს თავისი პრეზიდენტი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გუნდის შედეგზე.
,,დინამოს” პრეზიდენტია რომან ფიფია, რომელიც თვითონ ხარჯავს ფულს, თვითონ აკეთებს გუნდს.
,,დინამო” არის კერძო გუნდი და თუ კერძო გუნდი აგებს თამაშს ეს ფედერაციის ბრალი არ არის.
კობიაშვილის პრეზიდენტობის დროს გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, რომელიც აქამდე არ იყო ქვეყანაში.
რაც კობიაშვილი გახდა ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა.
ფეხბურთის განვითარება აქედან იწყება. თუ ინფრასტრუქტურა არ გაქვს, მინდვრები არ გაქვს, იმის შესაძლებლობა არ გაქვს ბავშვი ფეხბურთზე მიიყვანო რა განვითარებაზეა საუბარი?
ისმის კითხვები: შედეგი არ გვაქვს? როდის იქნება შედეგი? შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.
ამის რეალური შანსი და შესაძლებლობა გვაქვს ახლა.

რაც შეეხება ფარერების გუნდთან წაგებას, ეს იყო ძალიან სამარცხვინო.
უბრალოდ, სამარცხვინოა, რომ ამხელა ანგარიშით დამარცხდა თბილისის ,,დინამო”, ასეთი ტრადიციების გუნდი ფარერებში.
არ ვიცი რა დამოკიდებულება აქვთ ფეხბურთელებს,ვინც ამ გუნდში თამაშობს, ან ისტორიას გადახედონ, ან ის ნახონ ვინ თამაშობდა ამ გუნდში. ,,დინამოს” ფეხბურთელი, რომ ხარ სულ სხვა დამოკიდებულებაა საჭირო, სულ სხვა მიდგომებია საჭირო.
თან მარტო ,,დინამო” ხომ არ არის ქვეყანას წარმოადგენ, ქვეყნის საუკეთესო გუნდი ხარ და მეტი პასუხიმგებლობა გმართებს.
რომან ფიფიასთან პიროვნულად ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ.ძალიან სუსტი მენეჯერია”- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე გადაცემა ,,პოლიტ-ქალაქში” ჟულნალისტ მერაბ მეტრეველთან ინტერვიუში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი