მთავარი მთავარი ოძეკების მარცხიანი დღე კიუშუ ბაშოზე

ოძეკების მარცხიანი დღე კიუშუ ბაშოზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
252 ნახვა

ამომავალ მზის ქვეყანაში მიმდინარე კიუშუ ბაშოზე მე-5 დღის შეხვედრები ჩატარდა.

ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ სამწუხაროდ მარცხი განიცადა.   ტოჩინოშინმა დასავლეთის პირველ მაეგაშირა იაპონელ ჰოკუტოფიჯისთან წააგო.

ბრძოლის დასაწყისში რიკიშებმა ერთმანეთს ცუპარებით შეუტიეს.   ბოლოს კი აზიელმა მებრძოლმა ქართველი ოშიტაოშის ილეთით დოჰიოზე წააქცია.

ამ წაგების შემდეგ ლევან გორგაძეს ბაშოზე ბალანსი 3-2 გაუხდა.

ტოჩინოშინის მსგავსად დღეს კიდევ ორმა ოძეკმა გაედომ და ტაკაიასუმ წააგო.

ტურნირზე დაუმარცხებელი რიკიშების ოძეკი ტაკაიასუსა და ლევან გორგაძის თანაგუნდელის ტოჩიოძანის დაპისპირებაში დღის ბოლოს გაიმართა.  ამ ბრძოლაში გამარჯვებული ტოჩიოძანი გამოვიდა, რომელსაც ბაშოზე ამ დროისთვის 100%-იანი შედეგი გააჩნია.

ტოჩიოძანი ბაშოს შესანიშნავად ატარებს. მან განვლილ 5 შეხვედრაში 1 იოკოძუნა, 2 ოძეკი და 2 კომოსუბი დაამარცხა.

კიუშუ ბაშოს ერთადერთი იოკოძუნა იაპონელი კისენოსატო დაემშვიდობა.  საწყისი 4 ბრძოლის წაგების შემდეგ მან ბაშოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

დავუბრნდეთ ლევან გორგაძეს და მოგახსენებთ, რომ ქართველი ოძეკი მორიგ ორთაბრძოლას ხვალ, გამართავს.

ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაი იქნება.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი