მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ,,დღეისათვის კლუბს მართავენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები” – ,,დინამოს” ხელმძღვანელობა კახა კალაძის კრიტიკას გამოეხმაურა

,,დღეისათვის კლუბს მართავენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები” – ,,დინამოს” ხელმძღვანელობა კახა კალაძის კრიტიკას გამოეხმაურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
63 ნახვა

საქართველოს ჩემპიონის  თბილისის
,,დინამოს” ხელმძღვანელობა ბოლო დროს კლუბის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, მათ შორის ლეგენდარული ფეხბურთელის კახა კალაძის მოსაზრებას  გამოეხმაურა და სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” გვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

აი რა წერია გუნდის განცხადებაში:
,,გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ ს.კ.  თბილისის ,,დინამო”
ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

☑ რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართავენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და ,,დინამოს” ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო ,,დინამოსთვის” და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია #FCDT”- წერია თბილისის ,,დინამოს” განცხადებაში.

გუშინ, ,,პალიტრა ნიუსის” გადაცემა ,,პოლიტ-ქალაქში”  თბილისის მერმა კახი კალაძემ ,,დინამოს” პრეზიდენტ რომას ფიფიას ძალიან სუსტი მენეჯერი უწოდა და გუნდის  ფეხბურთელებიც გააკრიტიკა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი