მთავარი მთავარი სიმონა ჰალეპმა როლან გაროსი წარმატებით დაიწყო

სიმონა ჰალეპმა როლან გაროსი წარმატებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” ტურნირ როლან გაროსზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ჰალეპმა ესპანელ ჩოგბურთელ სარა სობირეს ტორმოს სძლია.

რუმინელმა ჩოგბურთელმა პირინეელ მანდილოსანს იოლად, 2-სეტში 6-4, 6-0 მოუგო.

სიმონა ჰალეპი მეორე წრეში თანამემამულე ირინა ბეგუს დაუპირისპირდება.
რუმინული დერბი 30 სექტემბერს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი