მთავარი მსოფლიოინგლისი ,,ლივერპულმა” პრემიერლიგაში მე-3 გამარჯვება ,,არსენალთან” იზეიმა

,,ლივერპულმა” პრემიერლიგაში მე-3 გამარჯვება ,,არსენალთან” იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი ლივერპულის ,,ენფილდის” სტადიონზე გაიმართა.

მოქმედმა ჩემპიონმა ,,ლივერპულმა” ლონდონის ,,არსენალი” მიიღო და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში თავდაპირველად, ,,მეთოფეები” დაწინაურდნენ.
მერსესაიდელთა კარი ლონდონელების ფრანგმა ფირვარდმა ალექსანდრ ლაკაზეტემ დალაშქრა.

დედაქალაქელების სიხარული სულ 3 წუთი გაგრძელდა.
28-ე წუთზე სებეგალელმა სადიო მანემ წონასწორობა აღადგინა.

34-ე წუთზე ,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდი წინ შოტლანდიელმა ანდრეუ რობერტსონმა გაიყვანა. მან ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის პასით იხეირა.

88-ე წუთზე თავისი სადებიუტო გოლი ,,ლივერპყლის” ახალწვეულმა პორტუგალიელმა დიეგო ჟოტამ გაიტანა.

საბოლოოდ, ,,ლივერპულმა” 3-1 მოიგო და 9 ქულით ,,ლესტერთან” და ,,ევერტონთან” ერთად პრემიერლიგის ლიდერია.

,,არსენალს” კი 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.

,,ლივერპული” 3:1 ,,არსენალი”
25′ ლაკაზეტე (0-1), 28′ მანე (1-1), 34′  რობერტსონი (2-1), 88′ ჟოტა (3-1)

,,ლივერპული“: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, კეიტა (79′ მილნერი), ფაბინიო, ვიინალდუმი, სალაჰი, მანე (80′ ჟოტა), ფირმინო (90+1′ მინამინო)
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

,,არსენალი“: ლენი, ჰოლდინგი, დაბიდ ლუისი, ტიემი, ბელერინი, ელნენი, ჯაკა (60′ სებალიოსი), მეიტლენდ-ნაილესი, ვილიანი (68′ პეპე), ობამეიანგი, ლაკაზეტე (79′ ნკეტია)
მთავარი მწვრთნელი: მიკელ არტეტა

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი