მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსზე პირველი გამარჯვება იოლად მოიპოვა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსზე პირველი გამარჯვება იოლად მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ჩოგბურთის პრესტიჟულ ტურნირ როლან გაროსზე საქმეში მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაერთო.

,,დიდი მუზარადის” ტურნირზე ჯოკოვიჩმა პირველი გამარჯვება იოლად მოიპოვა.
ბალკანელმა ჩოგბურთელმა შვედ მიკაელ იმერს მოუგო.

ჯოკოვიჩმა 1 საათსა და 39 წუთში სკანდინავიელ მეტოქეს 3-სეტში 6-0, 6-2, 6-3 სძლია.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი პარიზის კორტებზე მეორე ორთაბრძოლას ლიეტუველ რიკარდას ბარანკისსთან ჩაატარებს.

სერბულ-ლიეტუვური დაპირისპირება 1 ოქტომბერს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი