მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ვლადიმირ ვაისი: ,,ანდორასთან მარტივი თამაში არ გველის”

ვლადიმირ ვაისი: ,,ანდორასთან მარტივი თამაში არ გველის”

ავტორი კახა მიხანაშვილი
84 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

ქარველთა თავკაცი ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების შესახებ საუბრობს.  ვაისი აცხადებს, რომ იოლი თამაში არ გველოდება.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრით, წარმატებისთვის საჭიროა ყველა პოზიციზე სწრაფად  ვითამაშოთ.   

ვლადიმირ ვაისი: „ანდორის მხრიდან ბრძოლას ველოდებით, რადგან კარგად ორგანიზებული გუნდია კარგი მწვრთნელით, რომელიც გუნდს ტაქტიკურად ყოველთვის შესანიშნავად ამზადებს. ანდორას ორი ქულა აქვს და შეეცდება კიდევ მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, თუმცა ჩვენ სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით. მართალია ჯგუფში ლიდერის პოზიციაზე ვართ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე სასურველი რეიტინგი გვქონდეს.

რაც შეეხება წინა ხაზს, ბოლო პერიოდში გუნდი კარგად თამაშობს და ყველა შეხვედრაში 2-3 გოლი გავიტანეთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვთამაშობთ თუ არა გამოკვეთილი ცენტრალური ფორვარდით, ჩვენი სათამაშო სქემა ცოტა განსხვავებულადაა აწყობილი. თუკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ყაზაიშვილი თამაშობს, შეტევას განსხვავებულად ვაწყობთ, თუ გამოკვეთლი ფორვარდია ტაქტიკაც შესაბამისია. გუნდში ამ ეტაპზე გამოძახებულია არაბულია, რადგან ის ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და უნგრეთის ჩემპიონატში კარგად ასპარეზობს. ვნახოთ შესაძლოა ხვალ თამაში არაბულმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მომავალზე, იცით, რომ ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულები არიან. ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა, სწრაფად უნდა ვითამაშოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ ყველა პოზიციაზე.
ჭანტურიშვილი ევროთასებზე და სლოვაკეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება და სწორედ ამიტომ გამოვიძახე ნაკრებში. მე მისი სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ და შესაძლოა ხვალ ძირითად შემადგენლობაშიც ვათამაშო.

ჩვენ ფაქტობრივად თამაში ყოველთვის წამყვანი მოთამაშეების გარეშე გვიწევს. მიუხედავად ამისა, ჩვენ დამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენება შევძელით. ცოტათი განსხვავებული სათამაშო სქემით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში ლატვიაში ვაჩვენეთ, ამიტომ ბევრი ცვლილება არ იქნება. მხოლოდ 2-3 პოზიციაზე, სადაც პერსპექტიული მოთამაშეების ხილვა გვსურს. ამ ყველაფერთან ერთად კარგი რეზულტატის ჩვენება გვსურს, ასე ვემზადებოდით ლატვიის წინააღმდეგ, ასე მოვემზადეთ ანდროსთვისაც. იმიტომ, რომ ვიცი მარტივი თამაში არ გველის, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შეასრულებენ ფეხბურთელები ტაქტიკურ დავალებას და როგორ იმუშავებენ ბურთის გარეშე. ანდორა აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს, ევროპაში მარტივი თამაშები აღარ არსებობს და ჩვენ სწორედ ამისთვის მოვემზადეთ.“ – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა.

ანდორასა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგვიდგენს.

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი