მთავარი მთავარი შოდაი ოძეკი გახდა

შოდაი ოძეკი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

29 წლის რიკიშიმ შოდაი ნაოიამ ოძეკის წოდება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის  სუმოს ასოციაცია ავრცელებს.

აწ დასრულებულ აკი ბაშოზე შოდაი სეკივაკეს რანგში გამოდიოდა. მან სექტემბრის სუპერტურნირზე იმპერატორის თასი დაისაკუთრა.

შოდაიმ ბაშო 13:2 ბალანსით დაასრულა და ოძეკის წოდებასაც უწია.

შოდაის დებიუტი პროფესიულ სუმოში 2014 წელს შედგა.
2016 წლიდან კი უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში გამოდის.
მან პირველად სეკივაკეს წოდება 2017 წელს მიიღო.

აკი ბაშოზე სეკივაკე შოდაიმ იმპერატორის თასი კარიერაში პირველად აღმართა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი