მთავარი მთავარი ,,ზესტაფონის” მფლობელმა ილია კოკაიამ ქართველ ალპინისტებთან ერთად მყინვარწვერი დალაშქრა

,,ზესტაფონის” მფლობელმა ილია კოკაიამ ქართველ ალპინისტებთან ერთად მყინვარწვერი დალაშქრა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის” მფლობელმა ბიზნესმენმა ილია კოკაიამ, ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის საქვეყნოდ ცნობილი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე გახლდათ, კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი, საქართველო-რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ყაზბეგი დალაშქრა! ინფორმაციას ამ ეე

მწვერვალი ყაზბეგი (ქართულ ტრადიციაში ასევე მყინვარწვერად ცნობილი) ვულკანური წარმოშობის გახლავთ.
მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე მდებარეობს.
სამეცნიერო წრეებში არსებული ბოლო მონაცემებით, ყაზბეგის სიმაღლე 5054 მეტრს აღწევს.

მყინვარწვერის მწვერვალს ბატონმა ილია კოკაიამ პირველად შარშან აგვისტოში, ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, შეუტია.
რაც შეეხება წლევანდელ ლაშქრობას, ის მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტემბერს ტრიუმფალურად დასრულდა.
 12:03 საათზე ალპინისტთა ჯგუფმა მწვერვალს მიაღწია!

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი