მთავარი მთავარი ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა როლან გაროსი დატოვა

ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა როლან გაროსი დატოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” ტურნირის ,,როლან გაროსის” დარჩენილი ნაწილი ლეგენდარული ჩოგბურთელის უილიამსის გარეშე ჩაივლის.

ამის მიზეზი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელის ტრავმა გახდა.

39 წლის სუპერვარსკვლავმა ტრავმა პირველ წრეში თანამემამულე კრისტი ანისთან გამართულ შეხვედრაში მიიღო. მას ფეხის ქუსლი აქვს დაზიანებული.

დღეს, უილიამსი ბულგარელ სვეტანა პირონკოვას უნდა შეხვედროდა, თუმცა კორტზე გამოსვლა ვერ მოახერხა.

პირონკოვა 1/16 ფინალში უბრძოლველად გავიდა.
იქ კი მისი მეტოქის ვინაობა ანა კაროლინა შმიედლოვასა და არგენტინელ ნადია პოდოროვსკას შეხვედრაში გაირკვევა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი