მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ლევან მაისაშვილმა რუსეთის და შოტლანდიის წინააღმდეგ ,,ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა

ლევან მაისაშვილმა რუსეთის და შოტლანდიის წინააღმდეგ ,,ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

,,ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა.

გაფართოებულ რაზმში ხუთი დებიუტანტია: ,,ბორდოს’’ 28 წლის ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, ,,ბაიონის’’ ახალგაზრდა მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, ,,ორიაკის’’ 9 ნომერი მიხეილ ალანია, რომელსაც პრო დე2-ში ახლახანს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. 20-წლამდელთა ნაკრების შუამარბი სანდრო სვანიძე და დავით ნინიაშვილი, ,,ხვამლის’’ ფულბეკი, რომელსაც აქამდე მხოლოდ 18-წლამდელთა ნაკრებში და საქართველოს რეგიონალ ლიგაში უთამაშია.

გამოცდილი მორაგბეების – გიორგი ნემსაძისა და შალვა სუთიაშვილის ნაკრებიდან წასვლის ფონზე, მაისაშვილმა მეორე ხაზში ექვსი მორაგბე გამოიძახა. მათ შორისაა ,,ორიაკის’ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, რომელსაც ,,ბორჯღალოსანთა” კვართით ერთხელ, შარშან ესპანეთის წინააღმდეგ აქვს ნათამაშები.

ს ,,ბორჯღალოსნები”, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ, ან უკვე საქართველოში არიან, 21სექტემბრიდან შეკრებაზე „შევარდენზე“ იმყოფებიან. ისინი იქ თვითიზოლაციის პირობებში 11 ოქტომბრამდე დარჩებიან, მერე კი საფრანგეთში გაემგზავრებიან.

მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, ,,ბორჯღალოსნებს” სამი დღით ლეგიონერებიც შეუერთდებიან და მანდელიუში ივარჯიშებენ, მერე კი თამაშებისთვის კლუბებს დაუბრუნდებიან და ორშაბათს კვლავ საწვრთნელ ბანაკში გამოცხადდებიან.

ედინბურგში საქართველოს ნაკრები თამაშამდე სამი დღით ადრე ჩავა.

14 ნოემბრიდან ,,ბორჯღალოსნები” „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს ინგლისს, 21 ნოემბერს უელსს, 29 ნოემბერს ირლანდიას და 5 დეკემბერს მეორე ჯგუფის ერთ-ერთ გუნდს (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ეთამაშებიან.

გაფართოებული რაზმი შოტლანდიასთან და რუსეთთან

შერკინება

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (61 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (14 კეპი, 5 ქულა),ლექსო ყაულაშვილი, შალვა მამუკაშვილი (74 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (58 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), ლევან ჩილაჩავა (54 კეპი, 50 ქულა), ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (19 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (25 კეპი), დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (1 კეპი);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (27 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (12 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (25 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (57 კეპი, 60 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი), იოანე იაშაღაშვილი;

ხაზი

9: ვასილ ლობჟანიძე (51 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (25 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია;

10: თედო აბჟანდაძე (15 კეპი, 102 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (66 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (24 კეპი, 20 ქულა), დემე თაფლაძე (2კეპი, 5 ქულა), ლაშა მალაღურაძე (99 კეპი, 198 ქულა), თამაზ მჭედლიძე (57 კეპი, 35 ქულა), სანდრო სვანიძე;

11-14: აკაკი ტაბუცაძე (2 კეპი, 25 ქულა),  სანდრო თოდუა (85 კეპი, 70 ქულა),  ზურაბ ძნელაძე (11 კეპი, 15 ქულა);

15: სოსო მათიაშვილი (27 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.

წყარო: rugby.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი