მთავარი მთავარი რაფაელ ნადალმა მაკდონალდი გაანადგურა

რაფაელ ნადალმა მაკდონალდი გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა მეორე გამარჯვებაც იოლად მოიპოვა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ტურნირის 1/32 ფინალში ამერიკელი მოწინააღმდეგე მაკენზი მაკდონალდი დაამარცხა.

პარიზის კორტებზე გამართულ დაპირისპირებაში ნადალმა მაკდონალდს საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაიტარა.
მან მეტოქეს 3-სეტში 6-1, 6-0, 6-3 სძლია.

რაფაელ ნადალი 1/16 ფინალურ შეხვედრას იაპონელ კეი ნიშიკორისა და იტალიელ სტეფანო ტრავალიას შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი