მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები გიორგი აბურჯანია: „ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა”

გიორგი აბურჯანია: „ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
59 ნახვა

ანდორასა და საქართველოს  ერთა ლიგის მე-5 ტურის მოახლოვებული მატჩის შესახებ  პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ ისაუბრა.

ქართველი ნახევამცველი აცხადებს, რომ ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა.  საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოდუნებულები არ არიან. 

გიორგი აბურჯანია: „ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. მოდუნებულები არ ვართ, რადგან ეს საქართველოს ნაკრებია და ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. წელს ბოლო ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა და გვსურს,რომ ერთა ლიგაზე წარმატებით დაწყებული ეტაპი ასე გავაგრძელოთ. უკვე სამი დღეა ანდორაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგი გარემოა, ის ფეხბურთელები ვინც ამ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვართ, თამაშის მოლოდინში ვართ და გვსურს, რომ ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ.“

ვარჯიშის შემდეგ მომავალი მატჩების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა გურამ კაშიამ და ვაკო გვილიამ გააკეთეს:

გურამ კაშია: როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრისთვის მომავალი ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სახლში ვთამაშობთ. ამასთან ერთად ჩვენი მიზანია, რომ ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ და რეიტინგი გავიუმჯობესოთ, რათა ერთა ლიგის პლეი-ოფს საკუთარ სტადიონზე ვუმასპინძლოთ.

ეროვნულ ნაკრებში დიდი კონკურენციაა, ბევრი მოთამაშე იმსასურებს თამაშს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის ადგილია. აქედან გამომდინარე მწვრთნელმა უნდა გააკეთოს არჩევანი და დააბალანსოს შემადგენლობა ისე, რომ მომავალ ორ თამაშში მაქსიმალური ენერგია გვქონდეს.

ვაკო გვილია: 100 პროცენტიანი რეზულტატი გვაქვს, მაგრამ ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ და წარმატებული თამაშის გაგრძელება გვსურს. ანდორის წინააღმდეგ რა თქმა უნდა სამი ქულის მოპოვება გვსურს და ასევე არ გვინდა გოლი გავუშვათ. ყველამ ვიცით, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებთ თუ ქულათა შესაბამის რაოდენობას დავაგროვებთ.

ანდორა საქართველოს ნაკრებს დღეს, 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირ ეთერში ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა შესაძლებელი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი