მთავარი მსოფლიოიტალია ,,ინტერმა” ,,ბენევენტო” გაანადგურა

,,ინტერმა” ,,ბენევენტო” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

სერია A-ს მე-3 ტურის სასტარტო მატჩში სტუმრად, ,,ბენევენტოსთან”
მილანის ,,ინტერმა” გაილაღა.

ანტონიო კონტეს შეგორდებმა მეტოქეს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და შეხვედრაც 5:2 მოიგეს.

მილანელებმა მეტოქის კარი პირველივე წუთზე დალაშქრეს.
ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ მაროკოელ აშრაფ ჰაკიმის პასით იხეირა 0:1.

25-ე წუთზე ,,ინტერმა” სხვაობა ორამდე გაზარდა.
ინგლისელ ეშლი იანგის პასით გოლი რობერტო გალიარდინიმ გაიტანა 0:2.

28-ე წუთზე რობერტო გალიარდინიმ საგოლე პასი მიითვალა. მისი გადაცემის შემდეგ დუბლი რომელუ ლუკაკუმ გაიფორმა 0:3.

,,ბენევენტოს” ფეხბურთელებმა ანგარიში 34-ე შეამცირეს. თავი ჯანლუკა კაპრარიმ გამოიჩინა 1:3.

,,ინტერმა” სამბურთიანი სტატუსკვო 42-ე წუთზე აღადგინა.
მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმმა ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა

ტაიმი ,,ინტერმა” 4:1 მოიგო.

71-ე წუთზე ,,ბენევენტოს” განადგურება შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა გააგრძელა. სამხრეთ ამერიკელს გოლის გატანაში ჩილელი ალექსი სანჩესი დაეხმარა.

76-ე წუთზე ე.წ. პრესტიჟის გოლი
ჯანლუკა კაპრარიმ გაიტანა და დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, ,,ინტერმა” 5:2 გაიმარჯვა და 6 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.

,,ბენევენტო” 2:5 ,,ინტერი”
1′ ლუკაკუ (0-1), 25′ გალიარდინი (0-2) 28′ ლუკაკუ (0-3), 34′ კაპრარი (1-3), 42′ ჰაკიმი (1-4), 71′ ლაუტარო მარტინესი (1-5), 76′ კაპრარი (2-5)

,,უდინეზე” 0:2 ,,სპეცია”
29′ 90+4′ გალაბინოვი (0-1,0-2)
გაძევება: 66′ ტერძი ( ,,სპეცია”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი