მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ავტორი კახა მიხანაშვილი
52 ნახვა

აზიის ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალურ ეტაპზე შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” გამოეთიშა.

უზბეკურმა კლუბმა სტუმრად, თეირანში ,,პერსეპოლისთან” 0:2 წააგო.

შოთა არველაძე ტაშკენტელებს ირანში არ გაჰყოლია, რადგან ქართველ სპეციალისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა და კარანტინში იმყოფება.

,,ფახთაქორმა” თითქმის მთელი თამაში რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა. მსაჯმა მე-15 წუთზე მოედნიდან იალოლიდინ მაშარიპოვი გააძევა.

,,პერსეპოლისმა” ანფარიში 49-ე წუთზე გახსნა. გოლი ისა ალეკასირმა გაიტანა.

66-ე წუთზე კი ტაშკენტელმა ანზურ ისმაილოვმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

ასე დაემშვიდობა აზიის ჩემპიონთა ლიგას ,,ფახთაქორი”.
შოთა არველაძის გუნდი უზბეკეთის ეროვნულ პირველობაზე გადაერთვება, სადაც ჩემპიონობისთვის იბრძვის.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი