მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნმა” გერმანიის სუპერთასი დაისაკუთრა

,,ბაიერნმა” გერმანიის სუპერთასი დაისაკუთრა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

მიუნხენის ,,ალიანს არენაზე” გერმანიის სუპერთასის სუპერთადის მოსაპოვებლად ერთმანეთს მიუნხენის ,,ბაიერნი” და დორტმნდის ,,ბორუსია” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბული, უხვგოლიანი და თვალსასეირო გამოდგა და საბოლოოდ, ,,ბაიერნის” გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ბავარიელებმა შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე ფრანგ კორენტიმ ტოლისოს გოლით გახსნეს.

32-ე წუთზე თომას მიულერმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
მან დორტმუნდეკთა კარი კანადელ ალფონსო დევისის პასით აიღო.

39-ე წუთზე ,,ბორუსიამ” სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
ნორვეგიელ ერლინგ ჰაალანდის გადაცემით გოლი ჯულიან ბრანდტმა გაიტანა.

55-ე წუთზე ერლინგ ჰაალანდმა წონასწორობა აღადგინა.

,,რეკორდმაისტერმა” გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე გაიტანა.
გოლის ავტორი ჯოშუა კიმიხი გახდა.

,,ბაიერნმა” წელს ყველა ტიტული ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, გერმანიის ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო.

ბავარიელებმა გერმანიის სუპერთასი ისტორიაში მეექვსედ აღმართეს.

გერმანიის სუპერთასი
მიუნხენი, ,,ალიანს არენა”

,,ბაიერნი” 3:2 ,,დორტმუნდი”
18′ ტოლისო (1-0), 32′ მიულერი (2-0), 39′ ბრანდტი (2-1), 55′ ჰაალანდი (2-2), 82′ კიმიხი (3-2)

,,ბაიერნი“: ნოიერი, პავარი (76′ რიჩარდსი), ზულე, მარტინესი (84′ მუსიალა), ერნანდესი, კიმიხი, ტოლისო, კომანი (54′ გნაბრი), მიულერი, დევისი, ლევანდოვსკი (83′ ზირკზე)
მთავარი მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

,,დორტმუნდი”: ჰიტცი, ჩანი, ჰუმელსი (76′ პიშჩეკი), აკანჯი, მუნიე (67′ შულცი), დაჰო, დელენეი, პასილაკი, როისი (72′ რეინა), ბრანდტი (76′ ბელინგჰემი), ჰაალანდი (68′ რეინიერი)
მთავარი მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი