მთავარი მსოფლიოNBA ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო

,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური სერია დაიწყო.

ჩემპიონის ოქროს ბეჭედის მოსაპოვებლად ერთმანეთს ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი” და ,,მაიამი ჰიტი” უპირისპირდებიან.

გადამწყვეტი სერიის პირველი ორთაბრძოლა ,,ანგელოზთა ქალაქის” გუნდმა 18-ქულიანი უპირატესობით 116:98 მოიგო.

,,ლეიკერსის” და მთლიანად კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სუპერვარსკვლავ
ლებრონ ჯეიმსს მატჩში სამმაგ დუბლის შესრულებამდე ერთი პასი დააკლდა.
ჯეიმსმა 36:24 წუთში 25 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა ,,ლეიკერსის” კალათბურთელმა ენტონი დევისმა დააგროვა.

,,მაიამიდან” კი 25 ქულას თავი ჯიმი ბატლერმა მოუყარა.
18 ქულა კი კენდრიკ ნუნმა ჩააგდო.

ფინალური სერიის მე-2 დაპირისპირება 3 ოქტომბერს, არის დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი