მთავარი მსოფლიოინგლისი ,,ლესტერ ტაიგერსში” შალვა მამუკაშვილის დებიუტი შედგა

,,ლესტერ ტაიგერსში” შალვა მამუკაშვილის დებიუტი შედგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

საქართცელოს ეროვნული ნაკრების მორაგბემ შალვა მამუკაშვილმა ინგლისის პრემიერშიფის გუნდ ,,ლესტერ ტაიგერსში” სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

ქართველმა კვაჭმა ,,ბრისტოლთან” გამართულ შეხვედრაში 66 წუთიდან ითამაშა.

მამუკაშვილის გუნდმა სტუმრად, გამანადგურებელი ანგარიშით 3:40 წააგო.
ქართველი მორაგბის მოედანზე შესვლის პერიოდში მისი გუნდი მეტოქეს 30 ქულით ჩამორჩებოდა.

,,ლესტერ ტაიგერსს” ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 28 ქულა გააჩნია და ბოლოსწინა მე-11 ადგილზე იმყოფება.
ბოლო ადგილზე მყოფ ,,სარანსენსს” -40 ქულა აქვს. ასე, რომ მამუკაშვილის გუნდს გავარდნა არ ემუქრება.

,,ლესტერ ტაიგერსი” რეგულარული პირველობის ბოლო შეხვედრას 4 ოქტომბერს, შინ, ,,ჰარლეკინსთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი