მთავარი მთავარი ჯუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება

ჯუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება

123 ნახვა

საქართველოს ჯუდოს ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 2020 წლის 8 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა. 

ჯუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 2020 წლის 8 ოქტომბრის 12:00 საათამდე შეეძლებათ. 

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობამდე საქართველოს ჯუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას გიორგი ათაბეგაშვილი შეასრულებს. 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი