მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები სამოასთან შერკინებისთვის “ბორჯღალოსანთა” რაზმი ცნობილია

სამოასთან შერკინებისთვის “ბორჯღალოსანთა” რაზმი ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
88 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის მე-2 დაპირისპირებისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა.

სამოას პირისპირ ქართველები გვარიანი პრობლემებით წარდგებიან.  ჩვენს ნაკრებს ტრავმის გამო მთელი რიგი მოთამაშეები დააკლდება.

სოსო მათიაშვილმა იტალიის წინააღმდეგ მატჩში ტრავმა მიიღო და ეროვნულ ნაკრებს სამოასთან ვერ დაეხმარება. ამავე მიზეზით “ბორჯღალოსნებს”  ცენტურიონები მერაბ კვირიკაშვილი და დავით კაჭარავა, ასევე კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, ვიტო კოლელიშვილი და სხვა მორაგბეები დააკლდებიან.

ეროვნულ გუნდში თედო აბჯანდაძის, გურამ გოგიჩაშვილისა და  ბექა  გიგაშვილის სანაკრებო ნათლობა შედგება.   ქართველიმორაგბეები “ბორჯღალოსანთა” კვართს პირველად მოირგებენ.

სამოასთან მატჩში საიუბილეო 50-ე მატჩს თამაზ მჭედლიძე ჩაატარებს.   მომავალ შეხვედრაში შალვა მამუკაშვილი მე-60 კეპს მოიხვეჭს.   ხოლო ანზორ სიჭინავასთვის და გელა აფრასიძესთვის კუნძულელებთან ჯახი მე-10 სანაკრებო ბრძოლა იქნება.

მილტონ ჰეიგს მათიაშვილის ტრავმის შემდეგ ფულბეკის პოზიცაზე პრობლემა შეექმნა.  ის ამ ადგილზე ამპლუით მგეზავს გამოცდილ მორაგბეს ლაშა ხმალაძეს დააყენებს.

10 ნომრის პოზიციაზე 19 წლის თინეიჯერი თედო აბჟანდაძე ითამაშებს.

სხვა მხრივ კი იტალიას მატჩისგან  განხვავებით ჩვენს  გუნდს ზემოთნახსენები სოსო მათიაშვილის გარდა,  სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებოთ ლევან ჩილაჩავა, ზურაბ ჟვანია,  ლაშა ლომიძე და გიორგი კოშაძე  არ ეყოლება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამოას წინაარმდეგ ასეთია:

15. ლაშა ხმალაძე (“ბათუმი”),  14. გიორგი კვესელაძე (“არმაზი”),  13. მერაბ შარიქაძე კაპ. (“ორიაკი” საფრ.), 12. თამაზ მჭედლიძე (“აჟენი” საფრ.), 11. ზურაბ ძნელაძე (“ლოკომოტივი”), 10. თედო აბჟანდაძე (“აია”), ვასილ ლობჟანიძე (“ბრივი” საფრ.);

1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე” საფრ.),  2.  ჯაბა ბრეგვაძე (“სან’ვულვზი” ონგლ),  3. დუდუ ქუბრიაშვილი (“გრენობლი” საფრ),  4.  ნოდარ ჭეიშვილი (“ქორნიშ პაირათსი” ინგლ),  5.  ლაშა ლომიძე (“ორიაკი საფრ.), 6. ოთარ გიორგაძე (“ბრივი” საფრ.), 7.  გიორგი ცუცქირიძე (“ორიაკი საფრ.),  8. ბექა გორგაძე (“ბორდო”)

მარქაფა
23. ანზორ სიჭინავა (“ბათუმი”), 22.  ლაშა მალაღურაძე (“ენისეი” საფრ),  21. გელა აფრასიძე (“მონპელიე” საფრ.);

16. შალვა მამუკაშვილი (“ენისეი” საფრ),  17.  გურამ გოგიჩაშვილი (“რასინგი” საფრ.), 18. ბექა გიგაშვილი (“გრანობლი” საფრ.), 19. შალვა სუთიაშვილი (“ანგულემი” საფრ), 20. ბექა ბიწაძე (ნარბონი” საფრ.)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სამოას დაპირისპირება თბილისში “ავჭალის” სტადიონზე 17 ნოემბერს, გაიმართება.

შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

ფოტო: ლევან ვერძეული

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი