მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია გრძელდება – უგოლო და მოგებების სერია შეწყდა

საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია გრძელდება – უგოლო და მოგებების სერია შეწყდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
149 ნახვა

ევროპის ერთა ლიგის D ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგა.

ქართველებმა ანდორასთან გასვლაზე ჩატარებულ მატჩში ფრედ 1-1 ითამაშეს.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო.   საქართველოს ნაკრებმა სწრაფი გოლი გაიტანა.

მე-9 წუთზე ოთარ კაკაბაძის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გიორგი ჩაკვეტაძემ ადგილი მეტოქის კარში მიუჩინა.

მატჩს ჩაკვეტაძის დასაკვირვებლად კატალონიური გრანდის “ბარსელონას”  სკაუტები ესწრებოდნენ.
ქართველმა თავისი პირველივე შანსი გამოიყენა.

გატანილი გოლის შემდეგაც ქართველები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქე კი იერიშებზე გადასვლას იშვიათად ახერხებდნენ.

33-ე წუთზე ვაკო გვილიას პასის შემდეგ ბაჩანა არაბულის დარტყმული ანდორელთა კარს მცირე მანძილით აცდა.

51-ე ეუთზე საგოლე შანსი დავით ხოჭოლავას მიეცა. მისი დარტული არაზუსტი აღმოჩნდა.

63-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ თამაშის წესი დაარღვია.
ჯარიმიდან ანდორას ნაკრების ნახევარცველმა კრისტიან მარტინესმა ულამაზესი გოლი გაგვიტანა 1-1.

დარჩენილ დროში ვლადიმირ ვაისის შეგირდები გამარჯვებას შეეცადნენ.  მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების ზედიზედ გამარჯვებების და  ასევე შეხვედრების გოლის გაშვების გარეშე დამთავრების სერია შეწყდა.  სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული გუნდის  წაუგებელი სერია გრძელდება.

საქართველოს მიჯრით 5  შეხვედრაა, რაც არ წაუგია.  ბოლოს ქართველები  5 ივნისს,  ლუქსმბურგთან 0-1 დამარცხდნენ.

ერთა ლიგაზე პირველ ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული უკვე წინა ტურის შემდეგაც გვქონდა.  ამჯერად კი 13 ქულით ჩვენმა ნაკრებმა ლიდერობა განიმტკიცა.

მე-2 პოზიციაზე მყოფ ყაზახეთს 6 ქულა აქვს.  მათ მე-5 ტურის მატჩში შინ, ლატვიასთან ფრედ 1-1 ითამაშეს.

 

ანდორა 1:1 საქართველო
9′ ჩაკვეტაძე (0-1), 63′ კ. მარტინესი (1-1),

ანდორა: გომესი, რუბიო, ლორესი, ლიმა, სან ნიკოლასი, კ.მარტინესი (90′ გარსია), ვალესი, რებერსი, სერვოსი (89’ხ. რუბიო), ფერნანდესი, (80’როდრიგესი) ა. მარტინესი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი (74′ ჭანტურიშვილი), გვილია (87’ზარანდია), ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე, არაბული (74′ კაჭარავა)

სატურნირო ცრილი

  1. საქართველო 5  4  1 0 10:1  13 
  2. ყაზახეთი 5  1  3  1 7:5 6 
  3. ლატვია 5 0 3 2 2:6 3
  4. ანდორა 5 0 3 2 2:9  3

საქართველო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს თბილისში “დინამო არენაზე” ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ 19 ნოემბერს,  ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი