მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ვლადიმირ ვაისი: „იყო შეცდომები და ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა”

ვლადიმირ ვაისი: „იყო შეცდომები და ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
98 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა  ანდორასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა შეაფასა.

ეროვნული ნაკრების თავკაცი აცხადებს, რომ ეს ის შედეგი არაა, რომელიც ჩვენ გვსურდა.  ანდორასთან 1 ქულის მოპოვებით საქართველოს ნაკრები კმაყოფილი ვერ ოქნება. 

ვაისი ყურადღებას შეცდომებზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ეს შეცდომები ძალიან ძვირი დაგვიჯდა.

ვლადიმირ ვაისი: „რა თქმა უნდა, ეს ის შედეგი არაა, რომელიც ჩვენ გვსურდა, ერთი ქულით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ანდორას ნაკრებმა ქულა ბრძოლითა და სწორი ტაქტიკური თამაშით მოიპოვა. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცოდით. ასეთ თამაშებში დროულად მეორე გოლის გატანა აუცილებელია, არაბულს ჰქონდა ამის შანსი და უნდა გამოგვეყენებინა. რა თქმა უნდა, 2:0-ის შემთხვევაში განსხვავებული ფეხბურთის თამაშს შევძლებდით.

მოედნის კუთხიდან დაახლოებით 40-45 მეტრიდან ასეთი გოლის გაშვება, არ შეიძლება. იყო შეცდომები და ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ჯგუფიდან გასულები ვართ, მაგრამ მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება იმისთვის, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე მეოთხე კალათაში მოვხვდეთ.

რაც შეეხება ყაზახეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩს, ჩვენ აუცილებლად გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ, რათა მეტი ქულა დავაგროვოთ და დასახული ამოცანა შევასრულოთ.“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე საქარველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ანდორასა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს შორის 19 ნოემბერს, 21:00 საათზე თბილისში “დინამო არენაზე” შედგება.

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი