მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ოთარ კაკაბაძე: ,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე”

ოთარ კაკაბაძე: ,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე”

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

საქართცელოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ
სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კაკაბაძე აცხადებს, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეძლებს. მალე კი მოედანსაც დაუბრუნდება.

ოთარ კაკააძე: ,,მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია. ჩამოვედი ესპანეთში, გადავიღე ,,MRI”, რამაც აჩვენა, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემეძლება, მალევე კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 12 ნოემბერს, ჩრდ.მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე✊❤️🇬🇪” – წერს ოთარ კაკაბაძე.

ოთარ კაკაბაძემ ტრავმა ერთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში ბელარუსთან შეხვედრაში მიიღო.

მან ტრავმის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი