მთავარი მსოფლიოესპანეთი ედენ აზარი ,,ელ კლასიკოს” გამოტოვებს

ედენ აზარი ,,ელ კლასიკოს” გამოტოვებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

მადრიდის ,,რეალის” ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი 24 ოქტომბერს, დაგეგმილ წლის პირველ ,,ელ კლასიკოს” გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აზარმა ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო. ბენელუქსელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის  კუნთი დაიზიანა.

ედენ აზარმა რეაბილიტაციის პროცესი უკვე გაიარა და მცირე დატვირთვებით  ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა  მადრიდელთა სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ მომავალში აღნიშნული ტრავმის თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელის მოედანზე გაყვანა არ დააჩქაროს.

აზარი მადრიდის ,,რეალში” 2019 წელს გადავიდა.  მას ,,სამეფო კლუბში” სულ 22 თამაში აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.

ბელგიელი ფეხბურთელი ტრავმებისა და ჭარბწონიანობის გამო ,,რეალში” საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს.
აზარის სატრანსფერო ფასი 115 მილიონიდან, 60 მილიონამდე დაეცა.

2020-21 წლების პირველი ,,ელ კლასიკო” ბარსელონას, ,,ნოუ კამპის” სტადიონზე შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი