მთავარი საქართველოლეგიონერები დუდუ ქუბრიაშვილის ,,პერპინიანი” პრო დ2-ის ლიდერი გახდა

დუდუ ქუბრიაშვილის ,,პერპინიანი” პრო დ2-ის ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ პრო დ2-ის მე-6 ტურის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის ,,ნევერსი” და დუდუ ქუბრიაშვილის ,,პერპინიანი” დაუპირისპირდნენ.

სამივე ქართველი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო.

მასპინძელთა გუნდის სამწვრთნელო შტაბმა მატარაძე 54-ე წუთზე შეცვალა, ხოლო პაპიძე 61-ე წუთამდე ათამაშა.

,,პერპინიანის” თავკაცმა კი ქუბრიაშვილი მოედანზე 63 წუთი დატოვა.

შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა და დუდუ ქუბრიაშვილის გუნდის გამარჯვებით 25:22 დასრულდა.

,,ნევერსმა” 7-ზე ნაკლები ქულით წაგების გამო ერთი ბონუს-ქულა გამოიმუშავა.
,,პერპინიანმა” კი აქტივში 4 ქულა ჩაიწერა.

ამ დროისთვის დუდუ ქუბრიაშვილის კლუბს 21 ქულა გააჩნია და პრო დ2-ის ლიდერი გახლავთ.
თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის ,,ნევერსი” კი 12 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი