მთავარი საქართველოლეგიონერები ლევან ჩილაჩავა კარიერას „კასტრში“ გააგრძელებს

ლევან ჩილაჩავა კარიერას „კასტრში“ გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯი ლევან ჩილაჩავა მომავალი სეზონიდან კარიერას საფრანგეთის ტოპ14-ის კლუბ ,,კასტრში” გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას პოპულარული ფრანგული სარაგბო გამოცემა „Rugby Addict” ავრცელებს.

ჩილაჩავას ამჟამინდელ კლუბ ,,მონპელიესა” და ,,კასტრს” შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.
ქართველი მორაგბე ახალ კლუბს 2021 წელს შეუერთდება.

28 წლის ლევან ჩილაჩავა ,,მონპელიეში” 2018 წლიდან თამაშობს. იგი მანამდე 2011-2018 წლებში
7-წლის განმავლობაში ,,ტულონის” ღირსებას იცავდა.

28 წლის ჩილაჩავას დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2010 წელს შედგა. მან ეროვნულ გუნდში ამ დრომდე 55 კეპი მოიხვეჭა და 9 ლელო გაიტანა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი