მთავარი საქართველოლეგიონერები თემურ ქეცბაია დასაჯეს

თემურ ქეცბაია დასაჯეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

ფამაგუსტას ,,ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ლიმასოლის „აპოლონთან“ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციის ჩაშლისთვის 5 000 ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე კი გამოცხადდა, თუმცა ჟურნალისტების ყველა შეკითხვას ერთი ფრაზით უპასუხა – ,,ყველაფერი კარგაადაა”.

კვიპროსის ჩემპიონატის ორგანიზატორების განცხადებით ქართველმა სპეციალისტმა საფეხბურთო სამყაროსა და მედიის ურთიერთობის მიღებული ნორმები დაარღვია. ქეცბაიამ ჟურნალისტების შეკითხვებს შეგნებულად არ უპასუხა, რის გამოც პრესკონფერენცია ფაქტობრიცად, ჩაიშალა.

მიმდინარე სეზონში „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი უკვე მესამედ დააჯარიმეს.
თემურ ქეცბაიამ პირველი სასჯელი კონკურენტ „ომონიასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ მკვეთრი განცხადებების გაკეთების გამო მიიღო.

მეორე შემთხვევაში კი პრესკონფერენცია დაწყებიდან რამდენიმე წამში პროტესტის ნიშნად დატოვა.

თემურ ქეცბაიას ჯარიმის სახით ჯამში 15 000 ევრო გადახდა მოუწია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი