მთავარი მსოფლიოევროლიგა ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” საკუთარ კედლებში დამარცხდა

ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” საკუთარ კედლებში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში მოსკოვში, ,,ცსკამ” გერმანულ კლუბ ,,ალბას” უმასპინძლა.

ფავორიტად მიჩნეულმა რუსულმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში 5-ქულიანი სხვაობით 88:93 წააგო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ,,ცსკას” სასტარტო ხუთეულში გახლდათ და პარკეტზე 28:02 წუთი გაატარა.
ამ დროის განმავლობაში თორნიკემ 9 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

მოსკოვური გუნდიდან ამერიკელი კალათბურთელები მაიკ ჯეიმსი და უილ კლაიბერნი გამოირჩნენ.

ჯეიმსმა 27 ქულა მიითვალა. კლაიბერნმა კი თავი 25 ქულას მოუყარა.

გამარჯვებული გუნდიდან 20 ქულა იტალიელმა სიმონე პონტეჩიომ ჩააგდო.
15 ქულა გერმანულ კლუბს ლო მაოდომ შესძინა.

,,ცსკას” 2 მოგების წინ, 2 მარცხი გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.

თორნიკე შენგელიას გუნდი მორიგ შეხვედრას ევროლიგაზე სერბეთში ,,ცრვენა ზვეზდასთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი