მთავარი მთავარი ლუის ფელიპე სკოლარი ,,კრუზეიროს” მწვრთნელი გახდა

ლუის ფელიპე სკოლარი ,,კრუზეიროს” მწვრთნელი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ბრაზილიისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ფელიპე სკოლარი  ,კრუზეიროს” მთავარი  მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას
ბრაზილიური კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე  ავრცელებს.

„კრუზეიროს“ ხელმძღვანელობამ 71 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

ლუის ფელიპე სკოლარი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი მწვრთნელია. იგი სხვადასხვა დროს ბრაზილიურ კლუბებში ,,ცსაში”,  ,,ჟუვენტუდში”, ,,ბრაზილ დე პალოტასში”,  ,,გოიაში”, ,,გრემიოში”, ,,კურიტიბაში”, ,,კრისიუმაში”, ,,პალმეირასში” და ,,კრუზეიროში” მუშაობდა.
საზღვარგარეთ კი საუდის არაბეთის ,,ალ შაბაბის”, ქუვეითის ,,ალ ქადისიას”, იაპონურ ,,ჯუბილო ივატას”,  ლონდონის ,,ჩელსის”, უზბეკური ,,ბუნიოდკორის” და ჩინური ,,გუანჯოუს” მწვრთნელი გახლდათ.

სკოლარის 3 ეროვნული ნაკრების ქუვეითის, ბრაზილიის და პორტუგალიის მწვრთნელი იყო.
მშობლიურ ბრაზილიას 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
პორტუგალიასთან ერთად 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი