მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი მელიქიძისა და ვასილ კაკოვინის ,,სტად ფრანსე” ,,კლერმონთან” დამარცხდა

გიორგი მელიქიძისა და ვასილ კაკოვინის ,,სტად ფრანსე” ,,კლერმონთან” დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ ტოპ 14-ის მე-5 ტურის მატჩში ქართველი მორაგბეების გიორგი მელიქიძისა და ვასილ კაკოვინის ,,სტად ფრანსე” ,,კლერმონთან” 14-ქულიანი სხვაობით 27:41 დამარცხდა.

პარიზელთა რიგებში მატჩი სასტარტო თხუთმეტეულში გიორგი მელიქიძემ დაიწყო.
საქართველოს ნაკრების ბურჯი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
ვასილ კაკოვინი კი ბრძოლაში 59-ე წუთზე ჩაერთო.

,,სტად ფრანსეს” განვლილი 5 ტურის თავზე 8 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება.

მელიქიძე-კაკოვინი გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, პარიზულ დერბიში ,,რასინგ 92″-ის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი