მთავარი საქართველოლეგიონერები ორი ქართველი ფეხბურთელი ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ორი ქართველი ფეხბურთელი ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი ელგუჯა ლობჯანიძე და შოთა გრიგალაშვილი მოხვდა. სიმბოლური გუნდი ყაზახურმა გამოცემა „სპორტსმა“ შეადგინა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ელგუჯა ლობჯანიძემ თავის ყოფილ კლუბს, „ტარაზს“ ორი გოლი გაუტანა. ,,კაისარის” 28 წლის ფორვარდმა მეტოქის კარი 61-ე და 82-ე წუთებზე აიღო. ჩვენებურმა ორთაბრძოლა სრულად ჩაატარა.

ლობჯანიძე 11 მატჩში გატანილი 6 გოლით ყაზახეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე იმყოფება.

,,კიზილჟარის” ქართველმა ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა ,,ოკჟეტპესის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში გოლი გაიტანა და სიმბოლურ გუნდშიც ამის გამო მოხვდა.
ზემოთნახსენებ შეხვედრაში გრიგალაშვილმა 73 წუთი ითამაშა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი