მთავარი საქართველოლეგიონერები მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ ,,მონპელიეს” მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ნარიაშვილმა საუკეთესო შეხვედრა ,,აჟენთან” ჩაატარა, სადაც მისმა გუნდმა 42:13 გაიმარჯვა.

ქართველი ბურჯმა შეხვედრაში 71 წუთი ითამაშა და თავისი აქტიურპბით სპეციალისტების ყურადღება მიიქცია.

მიხეილ ნარიაშვილი მიმდინარე სეზონში ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

,,მონპელიე”-,,აჟენის” დაპირისპირებაში ნარიაშვილის თანაგუნდელი გელა აფრასიძეც გამოირჩა.
იგი ბრძოლაში 71-ე წუთზე ჩაერთო და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ლამაზი ლელო გაიტანა.
ქართველმა ჰავბეკმა 5-მეტრიანი შერკინებიდან თავად შეუტია, ცრუმოძრაობით პირველი მცველი მოატყუა, მეორეს ბოჭვის მიუხედავად კი, ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. ეს მისი მეორე ლელოა საფრანგეთის ტოპ 14-ში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი