მთავარი მთავარი დაპირისპირება მკლავჭიდის ფედერაციაში – სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ

დაპირისპირება მკლავჭიდის ფედერაციაში – სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ,,კვირის პალიტრა” ავრცელებს.

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და სპორტსმებების ნაწილი დაუპირისპირდნენ.

,,ბომონდ გარდენში” დანიშნულ გამგეობის სხდომაზე ათეულობით სპორტსმენს არ უშვებდნენ.
მკლავჭიდელების თქმით, მათ სხდომაზე დასწრებას სოსო ჯაჭვლიანი ეწინააღმდეგებოდა.

მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც მოახერხეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მათ ფედერაციის პრეზიდენტს წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს.

აჯანყებული სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ და მის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

წყარო: ,,კვირის პალიტრა”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი