მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის ,,დინამოს” მეტოქეები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის ,,დინამოს” მეტოქეები ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დასრულდა.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის ,,დინამო” B ჯგუფში მოხვდა.

,,დინამოს” მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ესპანური ,,ბარსელონა”, გერმანული ,,ჰანოვერი”, უნგრული ,,ბუდაპეშტი”, მონტენეგროული კლუბი ჰერცეგ-ნოვის ,,იადრანი” და საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული გუნდი იქნება.

A ჯგუფში კი ,,სპანდაუ 04″ (გერმანია), ,,ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი), ,,პრო რეკო” (იტალია), ,,მარსელი” (საფრანგეთი), ,,დუბროვნიკი” (ხორვატია) და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდი იასპარეზებენ.

თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ბრძოლას 4 გუნდი გააგრძელებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 14 დეკემბერს, დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი