მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოსა და რუსეთის მატჩი ისევ გადაიდო

საქართველოსა და რუსეთის მატჩი ისევ გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

ევროპული რაგბის მამების გადაწყვეტილებით საქართველოსა და რუსეთს შორის დაგეგმილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ზემოთაღნიშნული შეხვედრა 1 ნოემბერს, ,,მიხეილ მესხის” სტადიონზე უმაყურებლოდ უნდა გამართულიყო.

ევროპის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, 2020 წელს დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი გადადებულია.

ამ შეხვედრების გამართვის თარიღს მომავალში ევროპის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და ეპიდვითარების გათვალისწინებით დაასახელებს.

რაგბი ევროპის პრეზიდენტის ოქტავიან მორარიუს განცხადებაში წერია: „ჩვენ იძულებულები ვართ, რომ სანაკრებო ტურნირები შევწყვიტოთ, რათა გავუფრთხილდეთ მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და რაგბიში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობას.
უნდა მოვითმინოთ და დაველოდოთ იმ დროს, როდესაც
რაგბის სათამაშოდ უკეთესი პირობები არ იქნება.”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი